Загрузка...
ცირა ბარბაქაძე - ნუ გაჩერდები.../ cira barbaqadze - nu gacherdebi - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ცირა ბარბაქაძე - ნუ გაჩერდები.../ cira barbaqadze - nu gacherdebi


4:42 PM
ცირა ბარბაქაძე - ნუ გაჩერდები.../ cira barbaqadze - nu gacherdebi


ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს
შენამდე... დარჩნენ გაუბედავი...
მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _
აუხსნელი და გაუგებარი...
მე ხომ არ ვიცი, რომელი სიტყვა
მოაქვს შენამდე ქარსა და ნიავს,
სათქმელი უკვე ფიფქებით ითქვა
და ახლა ღრუბლებს ცისაკენ მიაქვს...

მე ხომ არ ვიცი, შენთვის ვინა ვარ,
გიწერ ბარათებს, აღარ გიგზავნი,
ჩემთვის, ლექსებში დაგაბინავე,
ჩემი ცხოვრების არსიც, მიზანიც...
შენ ხარ და მეტი რა უნდა გითხრა,
მე შენი სუნთქვის ვრჩები ხიზანი.
უკვე ბალახი მოედო სიტყვას,
ისე ნაზი და გაუბედავი...
რა ვქნა...
მიყვარხარ სწორედ ასეთი _
აუხსნელი და გაუგებარი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1781 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0