Загрузка...
ცირა ბარბაქაძე - საახალწლო ღია ბარათი / cira barbaqadze - saakhaltslo ghia barati - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ცირა ბარბაქაძე - საახალწლო ღია ბარათი / cira barbaqadze - saakhaltslo ghia barati


4:45 PM
ცირა ბარბაქაძე - საახალწლო ღია ბარათი / cira barbaqadze - saakhaltslo ghia barati


ახალწლის ღამეს, ო, სულო ჩემო,
რა უნდა გითხრა, მართლა არ ვიცი...
ვერ გხედავ, მაგრამ შენს არსებობას,
როგორც სასწაულს, ისე განვიცდი...
ვიცი, თუ აქ ხარ, ყველგან იქნები,
ცა და მიწაა შენი საუფლო,
შენ სანთელი ხარ, არ ჩამიქრები...
არც მე ჩავქრები, ვიდრე ვსაუბრობთ...
ახალწლის ღამეს რა სასწაული...
არავინ იცის, სივრცეს გაარღვევს...
სუსტი ფიფქი ვარ, შენს ხელისგულზე
მალე დავდნები... კარი გააღე!
შენი მეკვლე ვარ, შენთვის მოვცდები:
თოვლის ფანტელებს ვაქცევ იებად...
ახალწლის ღამეს ყველა ოცნება
უკლებლივ ყველას ეპატიება...
მე მაპატიე, ლექსში ეულად
დავრჩი, არა ვარ რადგან ნამდვილი,
ვერ მოვარიგე სული სხეულთან _
არა ყოფილა ასე ადვილი...
შენ ჩემი გზა ხარ და მისამართი
დავკარგე, რადგან აღარ მჭირდება...
თოვლი მოვიდა... ცასა და მიწას
შორის მანძილი ისევ მცირდება...
თენდება... მინდა ზარები რეკდეს
სულში... ფერს იცვლის ჩვენი სამყარო...
შენ ჩემი გზა ხარ, მე _ შენი მეკვლე...
და აღარ ვიცი, საით გავკვალო...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1259 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0