Загрузка...
ეკა ბაქრაძე - დაბრუნება საკუთარ თავთან / eka baqradze - dabruneba sakutar tavtan - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ეკა ბაქრაძე - დაბრუნება საკუთარ თავთან / eka baqradze - dabruneba sakutar tavtan


4:49 PM
ეკა ბაქრაძე - დაბრუნება საკუთარ თავთან / eka baqradze - dabruneba sakutar tavtan


ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს,
რომლებმაც დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს.
დრო სინქრონული სიზუსტით ადგენს
სად, რას და როდის გამინადგურებს...
ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი და ფაიფურის ძველი თოჯინა...
ვით ბარიერი ჩემი შენდამი,
ისევ მყარად დგას,
მაგრამ... მორჩილად.
ლარნაკი გატყდა, სარდაფის სარკეს სალტე
მთლიანად შემოეცალა,
ჩემი ბრალია, აქამდე უნდა მიმეხედა
და გამომეცვალა...
მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანს
ძველი ჭორივით გადაუვსია,
მონატრებული მზესა და წვიმას
ქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია.
სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე.
ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს...
ძველი დარდივით მოდის სიზმარში
პატარა გოგო...
სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს,
მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას ზღვასთან მზესა და
სინათლეს ატანს!..
ხატავს და ხატავს,
ატანს და ატანს...
ვერ გაუთავდა, არ დაიღალა,
უკიდეგანო ტალღების მიღმა
ვიდრე მზესავით არ დაიღვარა!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1220 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0