Загрузка...
ეკა ბაქრაძე - დაბურულ ტყეში / eka baqradze - daburul tkeshi - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ეკა ბაქრაძე - დაბურულ ტყეში / eka baqradze - daburul tkeshi


4:50 PM
ეკა ბაქრაძე - დაბურულ ტყეში / eka baqradze - daburul tkeshi


(უფროს კოლეგას)

დაბურულ ტყეში განიმქრა ბინდი,
ჯანღმა დატოვა ტევრი უღრანი.
გამთენიის ჟამს ესოდენ მშვიდი
ძილ-ბურანიდან გაკრთა მუხნარი.
ნაძვებმა დილა გაიხალისეს,
მარადიული სიმწვანით მორთეს,
იებმა ნამით უბე აივსეს
და დაუკოცნეს კალთები კორდებს...
ისევ დაიმშვენა მიწამ გაზაფხული...
მაღალ ფერდობზე კი დაზაფრული,
ნამეხარი და განძარცული
ხმელი წიფელი განზე გამდგარიყო.
ოდესღაც ამაყად აღმართული
იმ ნატვრისფერი აღარ იყო...
უსმენდა ქარის მოტანილ მოტივს,
ხასხასა ფერებს ვეღარ ფერავდა
და დაკვირტული ხეების ტოტებს
ჭმუნვაშეყრილი მზერით ზვერავდა.
მიწიდან ახალამოზრდილ ყლორტებს
დამზრალი ტანით მზეს უჩრდილავდა.
დადგა დილა და... პატარა ნერგმა
აივსო პეშვი ზეცის ბადაგით,
ადგილის დედამ უკურთხა გენი,
გაუთბო ფესვი და ნიადაგი...
როდესაც შენი ყლორტი და ჯიში
მზისკენ ისწრაფვის და ნაირფერობს,
ნუ ჩაუდგები გაზაფხულს ჯიბრში,
სულს ნუ წაიწყმედ, ხმელო წიფელო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1737 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0