მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ეკა ბაქრაძე - ვინ დაუბრუნა / eka baqradze - vin daubruna
4:51 PM ეკა ბაქრაძე - ვინ დაუბრუნა / eka baqradze - vin daubruna
(ანა კალანდაძეს)
ვინ დაუბრუნა ქარებს სინაზე? ტყეებს — სიმწვანე და სილაზათე? თითქოს ოლიმპოს მთაზე ღმერთებმა მუზის ქალღმერთის ძეგლი აღმართეს.
თუ პირველითგან სიტყვა გრძნეული სამყაროს უხვად დაეფრქვეოდა, ვერ იქნებოდა ჭეშმარიტ საქმედ, თუ პოეზია არ ერქმეოდა.
მარადიული ნათლით მოსული იმ სიტყვის მადლით გეკურთხა კალთა. შენ ხარ პოეტი და მარტოსული, ცამდე მართალი საკუთარ თავთან!
კვლავ შეიძელი წვა და ნათება, გაცემა გულის სალაროითგან, რომ პოეზიის თაკარა მზის ქვეშ შენი ლექსებით სული მოითქვან!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1246 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|