Загрузка...
ეკა ბაქრაძე - სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი / eka baqradze - skheulshi ise var chatschedili - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ეკა ბაქრაძე - სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი / eka baqradze - skheulshi ise var chatschedili


4:53 PM
ეკა ბაქრაძე - სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი / eka baqradze - skheulshi ise var chatschedili


სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში
კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი
და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ
ზღაპარი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1142 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0