Загрузка...
ეკა ბაქრაძე - ქალი ვიყავ / eka baqradze - qali vikav - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ეკა ბაქრაძე - ქალი ვიყავ / eka baqradze - qali vikav


4:54 PM
ეკა ბაქრაძე - ქალი ვიყავ / eka baqradze - qali vikav


ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა.
ცრემლი იყო და გადმომეღვარა,
აღარ იყო და თვალში დამაკლდა-
იყო და ახლოს არ მომეკარა.
გული იყო და ამიყოლია,
ქარი იყო და გამიყოლია,
დარდი იყო და გადამიყოლა,
ზღაპარ იყო და... არა იყო რა
ათასმეერთე ფიქრით გავერთე,
ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე.
ხატი იყო და სანთლად ავენთე.
ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე.
დარდი იყო და ვერ შეველიე,
მარტო იყო და ვერ შევერიე,
მარტი იყო და გამომეპარა,
კერპი იყო და არ მომეკარა!
ფიფქი იყო და გულზე დამაკვდა.
სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია,
ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა,
ქალი ვიყავ და... დამიყოლია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1195 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0