Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze


4:58 PM
თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze


მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამაძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!
მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად

რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1093 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0