Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან / tamaz badzaghua - aghsareba qristes jvarcmastan - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » თამაზ ბაძაღუა - აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან / tamaz badzaghua - aghsareba qristes jvarcmastan


5:02 PM
თამაზ ბაძაღუა - აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან / tamaz badzaghua - aghsareba qristes jvarcmastan


შენმა სიშორემ
საუკუნოვან ღამედ მაქცია,
გატანჯული შავი ხეების ღამედ, რომლებიც
გულისწამღებად კვნესიან ქარებში.
შენმა სიშორემ
ყველა საზღვარი და ნაპირი ჩამომიქცია
და კლდეებიც ვერ აკავებენ
ჩემს მბურღავ მზერას,
რომელიც აალებული სულიდან იწყება…
შენ ვერ აღორძინდი
ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,
შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,
და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,
მერყევი და გაუნდობელი,
დრო კი, როგორც ქვა. ჩემ გულში იდო
და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
საუკუნოვანი ღამე
არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,
მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის.
ჩვენ ერთმანეთისკენ მივდივართ
შენს შორეულ მდუმარებაში
მაგრამ ერთმანეთს უფრო ვშორდებით…
გაქრობის სუნთქვა მეზიდება
მართმადიდებლურ ნათელ წიაღში.
მე დავამტვრიე ჩემი ფესვები,
იმ ფესვებიდან უფრო ახლოს რომ დამენახე,
ქალბატონი ცოდვა იყო ჩემი მეგზური.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1135 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0