Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - ბებერო ცაცხვო / tamaz badzaghua - bebero cackhvo - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » თამაზ ბაძაღუა - ბებერო ცაცხვო / tamaz badzaghua - bebero cackhvo


5:04 PM
თამაზ ბაძაღუა - ბებერო ცაცხვო / tamaz badzaghua - bebero cackhvo


ბებერო ცაცხვო
გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენს ხმელ ტოტებთან
მეც ქარებში ვდგავარ ღიმილით
და თავსხმა წვიმა აუხდენელ სიზმრებს მისველებს.
მეც მაკითხავენ გაზაფხულზე შენი ფუტკრები,
აშრიალებდეს შესაქმის ბნელ წიგნს
რომ გადახსნილი ყვავილებიდან
კრიალა შხამი ამოსწოვონ
და ნელ-ნელა თაფლად აქციონ.
ბებერო ცაცხვო,
მეც დამფარა ყვითელმა ხავსმა,
და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით.
ბებერო ცაცხვო,
გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენსხმელ ტოტებთან,
ხელაპყრობილი გაწითლებულ ვარსკვლავებს ვუმზერ
და წყნარად,წყნარად მეც ვმაღლდები
დაკარგული სიხარულისკენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1111 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0