Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - სასაფლაოზე / tamaz badzaghua - sasaflaoze - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » თამაზ ბაძაღუა - სასაფლაოზე / tamaz badzaghua - sasaflaoze


5:06 PM
თამაზ ბაძაღუა - სასაფლაოზე / tamaz badzaghua - sasaflaoze


ციმუჭი ჩაქრება შუქი კანკალით
ნისლების ქვემოთ, მაღალ ბალახში
შაეცოცდება ქვას ღრიანკალი
დურგალი ქვაზე დადებს შალაშინს
და გააბოლებს მწარე პაპიროსს.
ნისლებისა და ცაცხვების ქვემოთ
უბრალო ხისგან ჯვარი იკვრება,
რომ ვიგრძნოთ შუქის და მიწის გემო
და წებოვანმა ჩვენმა ფიქრებმა
ცისკენ ახედვა რომ დააპირონ.
აქ, ნისლების და ცაცხვების ტბაში
გრძნობ, რომ წყალივით გწყურია ღმერთი,
არც არაფერი არსებობს შენთვის
ელემენტებად და ხავსად დაშლილს
არც ღრიანკალის გესმის სისინი.
მე ვდგავარ, თითქოს წამსვლელი არ ვარ,
თითქოს განგება ჯერ კიდევ მაცლის
რომ მივხვდე: ცა ვარ, მატლი თუ კაცი,
დურგალი ქვაზე იფერთხავს შარვალს
და სამი ჩამპალ კბილით მიცნის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1288 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0