Загрузка...
მარიამ ბაჯელიძე - ასეა / mariam bajelidze - asea - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » მარიამ ბაჯელიძე - ასეა / mariam bajelidze - asea


5:09 PM
მარიამ ბაჯელიძე - ასეა / mariam bajelidze - asea


(როის)

ასეა: მაგიდა და ერთი სკამი,
შენ დგახარ და მარწმუნებ,-
რომ წელიწადის დროები უბრალო პერიოდულობაა,
არადა, ხელის მტევნებით მოგიტანე შემოდგომა და
ფორთოხლები დაგილაგე კართან- სექტემბრისფერი.
ასეა: კედლებზე სურათებია გაკრული-
მე და შენ ვიცინით,
მე და შენ გვიხარია,
მე და შენ გვეშინია,
მე და შენ...
მიხსნი, რომ ბზარები ოთახში სიძველის ბრალია,
მე მაინც ყველაფერს მეზობლებს ვბრალებ.
დაბზარეს,
რომ უკეთ გვიყურონ,
რომ უკეთ გვისმინონ,
რომ ისუნთქონ უკეთ.
ასეა: კარი ხისაა და კიბეს ჩემი ნაფეხური ატყვია...
გგონია იმისთვის წავედი, რომ დაგივიწო
არადა, დასაბრუნებლად დაგტოვე.
ასეა: დღეები თარიღებით განსხვავდებიან,
ჰოდა, მონოტონურობით დაღლილ კედლებზე კალენდრებს ვხაზავ:
ხვალ ოქტომბერია,
ზეგ ნოემბერი
მაზეგ ზამთარი გაყინავს უშენობას.
მეც, ალბათ, აღმოვაჩენ, რომ ჩვეულებრივი ქალი ვარ,
ჩვეულებრივი ქალები კი ყოველთვის ბრუნდებიან...
ასეა: ვზივარ და ფანჯარასთან ატუზულ შენს ჰაბიტუსს ვაკვირდები.
მოწევა კლავს, როი,
ჰოდა, მოწიე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1289 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0