Загрузка...
დალილა ბედიანიძე - ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს... / dalila bedianidze - erti vardi narciss tormets - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » დალილა ბედიანიძე - ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს... / dalila bedianidze - erti vardi narciss tormets


5:34 PM
დალილა ბედიანიძე - ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს... / dalila bedianidze - erti vardi narciss tormets


ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს
მირჩევნია სასუნებლად.
მე ცხოვრება მოვანდომე
ერთი ნატვრის ასრულებას.
ო, იოლი არ გეგონოთ
ერთი ნატვრა მოიფიქრო
და ყველაფერი იღონო,
აისრულო, არ ჩაიქრო.
ცხოვრების ტვირთს უხმოდ ვზიდავ,
შრომას, გარჯას გემოს ვატან.
შეყვარებულს, ვით იზიდას,
მასულდგმულებს ერთი ნატვრა.
რაც მსურს, მხოლოდ ღმერთმა იცის,
ქვეყანას არ მოვედები.
შეკრული ვარ წმინდა ფიცით,
გამიგებენ პოეტები.
ვუფრთხილდები საიდუმლოს,
ჩემი სიყვარულის წყაროს.
ამ ქვეყანას სანამ ვსტუმრობ,
ერთი ნატვრით რომ ვიხარო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1283 | დაამატა: tikonadirashvili1992 | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0