მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » დალილა ბედიანიძე - ველზე წვიმა ცეკვავდა ...
5:36 PM დალილა ბედიანიძე - ველზე წვიმა ცეკვავდა ...
ველზე წვიმა ცეკვავდა და ყვავილები ტაშს უკრავდნენ. ღია იყო კარი ცათა, ველს ეხურა წყალთა ბადე.
დაფრინავდა სველი ჩიტი, მოჭიკჭიკე ღვთის ფრინველი, და იქ ყვავილების ტიტინს შეჰხაროდა მთელი ველი.
და წვიმაში იდგა გოგო, გოგო იდგა ტირიფივით. მოკლე კაბა _ როგორც სოკო და კისერზე _ წვიმის მძივი.
ვის ელოდა, რას ელოდა მდუმარე და გარინდული? წვიმა ცეკვავდა და ხტოდა, თრთოდა, როგორც გოგოს გული.
მერე წვიმამ გადაიღო და გოგონა გაჰყვა წვიმას. ველზე წვიმის ცეკვა იყო... მერე ველმა მოიწყინა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1125 |
დაამატა: tikonadirashvili1992
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|