Загрузка...
დალილა ბედიანიძე - ვარ ატეხილი სალექსოდ... - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » დალილა ბედიანიძე - ვარ ატეხილი სალექსოდ...


5:38 PM
დალილა ბედიანიძე - ვარ ატეხილი სალექსოდ...


ვარ ატეხილი სალექსოდ
და მტკივა ლექსის იარა.
სიტყვების გვირგვინს ვწნავ და ვქსოვ,
თან ვერა გამიგია რა.

საიდან მოდის, არ ვიცი,
ლექსი, ქცეული ვარდებად.
მანათობელი შავი ცის
ხელებში ამიყვავდება.

ჩამესმის უცხო ჰანგები
და უცხო ტალღა წამლეკავს.
სიტყვებში ჩავიკარგები,
ღმერთი ზარივით დამრეკავს.

ერთს ვიტყვი _ ვერ მოვისვენებ,
ათასი მრჩება სათქმელი.
რა ფიქრებს შემომისევენ
მინდვრები გადანათქერი.

რა ფიქრებს შემომისევენ
მკვდრეთით აღმდგარი ხეები,
ყვავილში _ ცრემლის სისველე,
სიზმრებში _ სამოთხეები.

კვლავ ლექსმა წამომიარა,
ჩამესმის იავნანები.
მოვიხდი მე ჩემს ტიარას
და ლექსში ჩავეტანები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1237 | დაამატა: tikonadirashvili1992 | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0