Загрузка...
მარიამ ბაჯელიძე - ნოხჩები / mariam bajelidze - nokhchebi - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » მარიამ ბაჯელიძე - ნოხჩები / mariam bajelidze - nokhchebi


5:44 PM
მარიამ ბაჯელიძე - ნოხჩები / mariam bajelidze - nokhchebi


მე მეცოდებიან ქალები,
კავკასიური პროფილებით,
ძვლებზე შემოხვეული შავეულით,
მაღლა აწეული ღაწვებით
და თვალებამდე აკრული ჩადრით-
არაბუნებრივად გამხდარი ხელებით რომ ეზიდებიან
სახლისკენ შეშას.
მე მაშინებენ ქალები,
კავკასიური პროფილებით,
რომელთაც შეუძლიათ-
რძე აუდუღონ შვილებს,
გადაუსვან თავზე ხელი,
იმ საღამოს, ქმრის მკერდზე დამხობილებმა
ჩაიჩურჩულონ : "სუნ ხო ვეზ!"
მეორე დილით კი,
მეზობელ მეტროსადგურში აიფეთქონ თავი.
მე მაკვირვებენ ქალები,
კავკასიური პროფილებით,
რომელთაც განუწყვეტლივ უწევთ ახლობლების დამარხვა
და სწორედ ამიტომ ვერ იტანენ გათენებას
და მზის ჩასვლასაც, დიდად.
ქალები, რომელთაც, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იცნობს მსოფლიო,
დამახინჯებული სახეებით...
მე მაფიქრებენ ქალები,
კავკასიური პროფილებით,
რომელთაც შეეძლოთ ეცხოვრათ
ჩრდილოეთით,
აღმოსავლეთით,
სამხრეთით
ან დასავლეთით, თუნდაც,
მაგრამ დაიბადნენ ოჯახებში,
სადაც დედებს ჰქონდათ მათნაირი პროფილი
და მამებს მათზე კიდევ უფრო კავკასიური.
მათ იციან,
რომ კაბის კალთით წყლის მოტანის ყველა მცდელობა-
სრულდება კრახით,
მაგრამ მაინც არ ეშვებიან ნაკადულებს.
ყველაფრის მერე კი,
როცა უეცარი აფეთქებით
კიდევ ერთხელ შეახსენებენ თავს გარშემო მყოფთ
ცამდე აბზეკილცხვირიანი ჟურნალისტები ამბობენ:
- შეეწირნენ შოვინისტურ იდეებს!
- შოვინისტურ იდეებს შეეწირნენ!
- იდეებს შეეწირნენ, შოვინისტურს!
მე მეცოდებიან ქალები,
კავკასიური პროფილებით,
რომელთაც, ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი
დუმილში აქვთ გატარებული
და თითქოს არაფრით ამტკიცებენ თავიანთ არსებობას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1244 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0