Загрузка...
ნუკრი ბერეთელი - თოვლიანი ლექსი / nukri bereteli - tovliani leqsi - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნუკრი ბერეთელი - თოვლიანი ლექსი / nukri bereteli - tovliani leqsi


6:22 PM
ნუკრი ბერეთელი - თოვლიანი ლექსი / nukri bereteli - tovliani leqsi


ტოტიდან ტოტზე გადაფრინდა ჩიტი ღაბუა,
თოვს და ბავშვების ჟრიამული ეზოს ალაღებს.
წითელი ვედროს ქუდში სცივა თოვლის ბაბუას,
ქარი უწეწავს (უნამუსო!) ულვაშ-ბალახებს.

მე კი ოცი წლით გადავწიე ქორონიკონი
და ღელის ჭინკებს გამოვტაცე ჩემი ბუჭულა,
და მის ღიღინში მეწერება პირველსტრიქონი.
(ბორბლის ხმა აფრთხობს კოდის ღართან ყვითელ ჭუჭულებს)

და თოვლზე დავწერ პირველ რითმას, ღელის წისქვილთან;
დაათოვს_ ფრთხილად გადამიშლის დღიურს უფალი,
რომ ცხოვრებაში არაფერი აღარ მიკვირდეს,
რომ ყველა სკიპტრა და გვირგვინი იყოს უბრალო...

სუსტ, ბავშვურ მხრებზე დარდის ღერღილს ფრთხილად ვიკიდებ,
ტოტიდან ტოტზე გადარბიან შიშის ციყვები.
გასავლელი მაქვს (გუმანით ვგრძნობ) ბევრი ცის კიდე
და მომავლისკენ გაუკვალავ ბილიკს მივყვები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1616 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0