Загрузка...
ნუკრი ბერეთელი - მარტი / nukri bereteli - marti - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნუკრი ბერეთელი - მარტი / nukri bereteli - marti


7:13 PM
ნუკრი ბერეთელი - მარტი / nukri bereteli - marti


მარტი იალ-კიალებს,
ქარებს მოაგრიალებს,
აქა-იქ მზეც იალებს-
გაზაფხული მკვიდრდება.
ვიღა ჩივის იარებს,
გულს რომ ადარდიანებს.
ვკარგავთ ადამიანებს...
ვიღას გაგიკვირდებათ.

მოვდიოდი სოფლიდან,
გული ამიფოფინდა!
ვაჟკაცობა მყოფნიდა-
დავდიოდი გლეხურად.
არც გუგული მოფრინდა,
არც მერცხალი მოფრინდა;
ქალაქშიდაც მოშივდა
გაზამთრებულ ბეღურას.

მთის შვილობით ვამაყობ,
ვიღაც რითმებს მკარნახობს...
არ იქნება, არ ვნახო
ამ ტყის აფერადება!
ჭერო, სხვენო, ჩარდახო,
ჭრელაჭრულა ფარდაგო-
გაზაფხულის ბალახო-
თქვენგნით რა მემართება?!

ისევ დავიხუნძლები
ლექსებით თუ ყურძნებით,
უბით დამაქვს ფურცლები-
ლექსის საწნახელები.
ვბერდებით თუ ვხუცდებით,
ვბერდებით თუ ვხუცდებით,-
სიცოცხლეთი უძღებებს
გვეკრიფება ხელები...

გველოდება საუფლო,
(დადინჯებით ვსაუბრობთ...)
დალოცვილი საწუთრო
სხვისთვის არ გვემეტება.
მირჩევნია სად უფრო?
სიყვარულით დაუთრობს,
ამ მიწაზე დაუთრობს
ზეცა მეიმედება!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1112 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0