Загрузка...
ნუკრი ბერეთელი - დედა მაპატიებს / nukri bereteli - deda mapatiebs - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნუკრი ბერეთელი - დედა მაპატიებს / nukri bereteli - deda mapatiebs


8:25 PM
ნუკრი ბერეთელი - დედა მაპატიებს / nukri bereteli - deda mapatiebs


შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,
ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს...
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით,
წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.

თოვს და ყველაფერი შავად მეჩვენება,
(დარდმა გამომიკრა მაგრად აპეური.)
ვხედავ ნეგატივებს... და ეს შეჩვენებაც
ვფიქრობ, ლოცვებია თოვლში გარეული.

ვიღაც მკითხულობს და ისე ბოღმიანობს,
ახლა ჯანდაბისკენ ნაღდად ავუხვევდი!
სისხლი ძარღვებიდან ისე მოხმიანობს,
გულო, არ მგონია დიდხანს აუხვიდე.

ყალბი ტკივილებით ჰაერგაჯერებულ
ქალაქს როგორ გინდა რამე დააჯერო?
როცა ყველა გხედავს მზეზე გაჩერებულს,
შენ კი ჯურღმულებში ჭინკებს დააჭენებ.

მეტად ცოდვებისგან ვეღარ დავმძიმდები,
ვეღარ შეგინახავ სხეულს ნაპატიებს.
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით.
დედა მაპატიებს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1253 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0