Загрузка...
ნუკრი ბერეთელი - მიმიღე / nukri bereteli - mimighe - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნუკრი ბერეთელი - მიმიღე / nukri bereteli - mimighe


9:02 PM
ნუკრი ბერეთელი - მიმიღე / nukri bereteli - mimighe


რომ არ შეგაწუხო ჩემი მონატრებით,
ჩემი მოფერებით და ჩემით- საერთოდ,
ჩუმად გაგეცლები, ჩუმად მოგაკლდები,
ჩემს მთებს მივაშურებ და სანთლებს აგინთებ.

რომ არ მომენატრო ასე გაგიჟებით-
როცა მეზობლები სინანულს მალავენ,
როცა სასთუმალთან დედა დამიჯდება
და როცა პატრონი მის მეტი არავინ

არ ჩანს. და ჯერ თვალებს სარკესაც ვუმალავ.
(თვალები დიდ გრძნობებს ადვილად ჰყიდიან.)
მარტში ადიდდება პატარა დუმალაც
და შენი ამური ცალ ხიდზე ჰკიდია...

ჯერ კი ეს თოვლია- თებერვლის არჩივი,
შეცივნულ მწვერვალებს ეტყობათ სიბერე.
მოთოვოს, მოთოვოს, მოთოვოს! არ ვჩივი!
რომ მერე ერთბაშად ავზვირთდე იმერეთს

და შენი კლდიანი ნაპირი წავლეკო,
და შენი მერცხლები ტალღებზე გავიკრა,
მაგრამ თუ მაგ სულის დანგრეულ სამრეკლოს
ზარები ჩამოვხსნა,- მარჯვენა გამიხმეს!

პირიქით! მე ზამთრის ღამეებს მოწყენილს
შენს ხატთან ვათენებ და ღმერთებს ვარისხებ...
მიმიღე, ვით ერთი უბირი მლოცველი!
მიმიღე და შენი სიუხვე მაღირსე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1174 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0