Загрузка...
ვასილ გულეური - ლოკოკინა / vasil guleuri - lokokina - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ვასილ გულეური - ლოკოკინა / vasil guleuri - lokokina


9:17 PM
ვასილ გულეური - ლოკოკინა / vasil guleuri - lokokina


ამ პატარა ლოკოკინას
ნეტავ, ზურგი არ ეტკინა?

სულ არ იცის, რაა დაღლა,
სახლს დაათრევს აღმა-დაღმა.

გულღიაა და კეთილი,
კარი არ აქვს დაკეტილი,

ღიას სტოვებს, განა რჩება –
შიგნით მაინც ვერვინ შევა,

თუ ეწვია სტუმრად ვინმე,
გარეთ უნდა გამოვიდეს…

ისე, რომ ვთქვათ გულახდილად,
არც ადარდებს მომცრო ბინა,

რომ იტყვიან, თავი მუდამ
სახლში აქვს და რაღა უნდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1303 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 nini  
0 Spam
რა კარგია smile

1 irakli  
0 Spam
xfgfdgfgf

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0