Загрузка...
ხატია ტუქსენი - გავა დრო / khatia teqsuni - gava dro - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ხატია ტუქსენი - გავა დრო / khatia teqsuni - gava dro


9:22 PM
ხატია ტუქსენი - გავა დრო / khatia teqsuni - gava dro


გავა დრო და მოვიგონებ, შეშლილ ახალგაზრდობას,
გადარეულ და აბნეულ გულის თქმათა აყოლას,
მეგობრებთან ერთად თოვლში და ქარებში ბალღობას,
მოვიგონებ, როცა უკვე აღარავინ არ მოვა…
როგორ გვძენდა გამომწვევი შემოხედვა ფორიაქს,
და რომ დარდებს მტკვართან ერთად, ვაყოლებდით თოლიას.
განცდებისგან გადაღლილნი ერთურთს ვბერტყდით თოვლიანს,
როგორ ვსვამდით სხვების ჩუმად ღამ-ღამობით კონიაკს.
ყველას ერთად რომ გვინდოდა ცის კარების დალაშქვრა,
ჟინი გვქონდა შეგვძლებოდა იქ ღმერთების დანახვა,
როგორ გვსურდა ყველას ერთად ზღვები გადაგველახა,
ერთ ნაპირზე შევხვედროდით, კვლავ ერთურთი გვენახა.
ვიჯექით და ვბაასობდით ცხოვრებაში თუ რა გველის,
ამდენი სჯა-ბაასებით ჩაგვეხლიჩა ყველას ყელი.
გავიხსენებ როგორ ყველამ ჩავიქნიეთ ერთად ხელი,
რადგან მივხვდით ამაოა ცხოვრებაში ყველაფერი.
გავა დრო და მოვიგონებ შეშლილ ახალგაზრდობას…
მოვიგონებ როცა უკვე აღარავინ არ მოვა…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1270 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0