Загрузка...
ნუკრი ბერეთელი - ღალატი / nukri bereteli - ghalati - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ნუკრი ბერეთელი - ღალატი / nukri bereteli - ghalati


9:28 PM
ნუკრი ბერეთელი - ღალატი / nukri bereteli - ghalati


ჩემი მიტოვება ახლა ღალატია!
ასე გულშიშველას ხომ არ მიმატოვებ?!
აქ არც ტკივილია, აქ არც ჯალათია,
აღარც სიკვდილია... მხოლოდ სიმარტოვე...

ძნელი წარსულისკენ ვეღარ მივბრუნდები,
ვერც წინ-უფსკრულისკენ ვეღარ გავიხედე.
გზები, ბეწვის ხიდზე ბაწრით მიბმულები
ოცდამეჩვიდმეტედ მგონი გადიკვეთნენ.

მთვარე უიღბლობით ბევრჯერ გავაოცე.
სულში კაკტუსებიც აღარ იზრდებიან.
ახლა ყინვებია მთვარის სანაოზე,
სულის სანაოზეც დიდი ყინვებია.

მზე კი დაბზარული ოქროს ბადროა და
(ამ ლექსს, რომ შემეძლოს, სულშიც ამოვხევდი!)
გული ეჭვის ჭიდან ლამის ამოვარდა,
შენს ზურგს მოტმასნილი მთვრალი გამოხედვით...

კიდევ ეჭვი მინდა?! სულ არ გეცოდები.
თუმცა, "შეცოდება" რაღა სათქმელია!
უკვე შეცვლილია თურმე მეთოდები:
ღამით "ტუსოვკა" და დილით- "პახმელია".

მე კი "მუხამბაზებს" ვეღარ ჩამოვშორდი,
ყელი ახლაც მეწვის, მათალშენახები...
მოდი, შენი ხელით მაინც ამომშანთე,
გულზე ამოზრდილი ძველი ვენახები!

მერე უგულობაც ნუღარ გაგაოცებს.
(ესეც განწირული სულის ღაღადია!)
დიდი ყინვებია სულის სანაოზე.
დღეს არდაბრუნებაც უკვე ღალატია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1238 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0