მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ბერდია ბერიაშვილი - ქართველი / berdia beriashvili - qartveli
9:29 PM ბერდია ბერიაშვილი - ქართველი / berdia beriashvili - qartveli
უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი, როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით. ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.
ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე მე სიყვარულის პოემას ვწერდი. ჩემი ხატია, გულს მახატია: იყალთო, გრემი და ალავერდი.
ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი, კოჭლი ფეხებით როცა გამთელა, მაშინ მამულის საკურთხეველზე ჩემი თითები ენთო სანთლებად.
მე თავი მედო გატენილ თოფზე, მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა. ხან თეირანში და ხან სტამბოლში, როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.
ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია, განუკურნები დამრჩა იარა. მაწამა და ვერ გადამარჯულა, მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.
გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი და წამებული მიწოდა ხალხმა, თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც, მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!
ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის, უტეხი სული ჩემი განძია. ასე ავაგე სვეტიცხოველი და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.
ჩემს თვითეულ ქვას სიმღერა ჰქვია, ჩემი ციხენი ძლევის ხმებია. გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია, ზურგში, - არც არვის უმიზნებია!
მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად და არ ვიცოდი, რა იყო მონა. თან წამოვიღე ფერეიდანში ჩემი ქართული სიტყვების კონა.
ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა: შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით და... მღერის მთელი ფერეიდანი ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.
ვერ დამავიწყეს ჩემი მამული, ჩემებრ ტანჯული ქართული ენა, მტერმა ვერასდროს გადამაგვარა, მტერმა ვერასდროს გადამაშენა.
წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს, მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი. ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.
ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა, რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, - ჩემი სამგორის სამივე გორა ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!
ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე და ყოველივე გულზე სწერია! ამდენ ლეგენდებს და ამდენ %
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 3812 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 2.5/2 |
|
სულ კომენტარები: 3 | |
3
soso beriashvili
(2016-03-16 10:51 PM)
Dzalian kargi leqsia
|
Zurab geladze Es genialuri leqsi chemi sulis nakaduli da chemi mxneobis muxtia. Zepirad vici da xshirad vukitxav msmenelebs.
|
1
mariami
(2014-12-02 6:38 PM)
es dzalian kai leqsia dzalian momewona
|
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|