Загрузка...
აჩი ბერიძე - ბაგიდან-ბაგემდე / achi beridze - bagidan-bagemde - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - ბაგიდან-ბაგემდე / achi beridze - bagidan-bagemde


9:31 PM
აჩი ბერიძე - ბაგიდან-ბაგემდე / achi beridze - bagidan-bagemde


ბათუმი.
მზიანი ამინდი...
არ გჯერა...
არც მიკვირს,
სად იცის ბათუმმა მზიანი,
ცხადია, ერთად რომ არა ვართ ამჯერად,
არ მოგაქვს მზერა და ეშხი და ზიანი.

ხელს ვაჩვევ ფოტოებს,
რომლებიც შენია,
მაგიდა, წერილი და ცალი საყურე...
ახლა გწყინს ყოველი,
ის რაც არ გწყენია,
სარკმელთან ზიხარ და თვალს ქუჩით აპურებ.

წახვედი,
წაიღე ჩანთა და იმედი,
აქ ახლა ყველაფერს სუნი აქვს უშენო,
გაწვიმდა...
შეხედე წვიმაა ისეთი
რომ ნერვებს წვეთები,
ცივ ფანჯრებს უშენენ.

თვალებთან შეჩერდა ფიქრი და მაესტრო,
ოთახის ცენტრში კი - წრიული მაგიდა,
მინდა რომ მოხვიდე,
მინდა რომ დაესწრო,
სიყვარულს,
რომელსაც მოვყვები ბაგიდან -
ბაგემდე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1148 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0