Загрузка...
აჩი ბერიძე - განშორების პოეზია / achi beridze - ganshorebis poezia - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - განშორების პოეზია / achi beridze - ganshorebis poezia


9:34 PM
აჩი ბერიძე - განშორების პოეზია / achi beridze - ganshorebis poezia


შავი ღამეები გავათენე,
ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე,
გორდება სიკვდილის კამათელი,
(თვალები - სიცოცხლის გარნიტურა,
ფიქრები - საოცარი გარნიზონი).
სიცხე ვარაუდით გავიზომე.

დაცურავს ტალღებზე გალეონი
სისველეს ფესვებით ვაფასებდი,
ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი,
ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად,
თვალებზე სისველე შევიმშრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.

ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე,
არამედ სხეულზე ორეულის,
თუ ჩემს თავს სიმართლე დავუმალე,
დავრჩები ტკივილით მოლეული,
რადგან ეს წყეული გაგიჟება,
მე ვიცი ძვირად, რომ დამიჯდება.

მივდივარ, სიცოცხლის ზურგის ჩანთა
მიმაქვს და უთუოდ არ ვინანებ,
(ბოდიში ცრემლები თუ მიჩანდა)...
ჩემი გადამრჩენი არვინ არის,
უფალო ცოდვილი შემიბრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.

დაცურავს ტალღებზე გალეონი
სისველეს ფესვებით ვაფასებდი,
ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი,
ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად,
თვალებზე სისველე შევიმშრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.

ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე,
არამედ სხეულზე ორეულის,
თუ ჩემს თავს სიმართლე დავუმალე,
დავრჩები ტკივილით მოლეული,
რადგან ეს წყეული გაგიჟება,
მე ვიცი ძვირად, რომ დამიჯდება.

მივდივარ, სიცოცხლის ზურგის ჩანთა
მიმაქვს და უთუოდ არ ვინანებ,
(ბოდიში ცრემლები თუ მიჩანდა)...
ჩემი გადამრჩენი არვინ არის,
უფალო ცოდვილი შემიბრალე,
სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1285 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0