მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - კადრები / achi beridze - kadrebi
9:39 PM აჩი ბერიძე - კადრები / achi beridze - kadrebi
მოკვდა, როგორც იქნა მოკვდა, მეფე, გაუმარჯოს მეფეს, თბება სოფლის ძველი ოდა, გარეთ ქარიშხლები ყეფენ.
ჩემი თითებივით ცივი, თვალზე მიმეჩვია მზერა, ხეზე ლოლოების მძივი, როგორც საყვარელი ჭერამ -
ჭერამ გადმოვიდა ჩემში... თავი ჩამომადე მხარზე. ასე ჩახუტებაც შემშლის, შემშლის ჩახუტებაც ასე.
დავხრი ევკალიპტებს კენწერ- ოდან... გადატყდება ხმელი, ჩემი სიყვარულით ვერ ვწერ, ჰოდა მიმაჭარით ხელიც.
კუბო შევუკვეთე სივრცეს, თვალი დამიბრმავა ბინდმა, სხეულს ჩემი სული მივცე, მეტი არაფერი მინდა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1143 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|