Загрузка...
აჩი ბერიძე - პარალელები / achi beridze - paralelebi - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - პარალელები / achi beridze - paralelebi


9:40 PM
აჩი ბერიძე - პარალელები / achi beridze - paralelebi


ოცდამეერთე საუკუნე ჰქვია ეპოქას,
ოცდამეერთე ტყვია მომხვდა ხელზე მარჯვენა,
თუ საკუთარი ლექსი არის ჩემი მეტოქე,
მაშინ არ მრჩება სტრიქონებიც ამოსარჩევი.
თვალებდახრილი, კილომეტრებს ითვლი ასამდე,
ყველა სიტყვამდე ტირეები ისე გამიჯნე,
გავხდი უქვეყნოდ დარჩენილი შავი ფასადი,
ვგრძნობ სიკვდილამდე დისტანცია არის ნაბიჯი.
ნორმა იცვლება, გაიბზარა უკვე ის ბროლი,
რომელსაც ადრე ვიყენებდი, იყო სამხარი,
საკუთარ თავთან ნამსხვრებით ერთხელ ვიბრძოლე,
გამომელია ცხრა სიცოცხლე, ცხრა მთა, ცხრა მხარე.

ჩემი გული კი, ცარიელი არის ეშმაკი,
(მისარგებლია ბაწრით, ტოტით, ხიდით, სკამითაც)...
ანგელოზისგან ნათხოვები ბედი მეშმაგა,
საფეთქელზე, რომ იარაღის ლულა გამითბა.

მე თავს არ ვიკლავ, საჭიროა ვიცი არაფრით,
ყველა სუიციდს, თავიდანვე ახლავს სიფითრე,
გამოვბრუნდები, ცოდვა არის ყველა ქარაფი,
როდესაც სიკვდილს სიკვდილითვე გადაიფიქრებ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1236 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0