Загрузка...
აჩი ბერიძე - საკუთარ უფალს... / achi beridze - sakutar ufals... - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - საკუთარ უფალს... / achi beridze - sakutar ufals...


9:44 PM
აჩი ბერიძე - საკუთარ უფალს... / achi beridze - sakutar ufals...


მე ხომ სიზმარიც არ მივარგა, არათუ ყოფა,
ჩემი ცხოვრების ხალისს უკვე წაუხდა ნირი,
შეგრძნება - თითქოს რელიგიას ეშმაკთან ყოფენ,
მე კი, უმიზნოდ, უნიათოდ ხმამაღლა ვყვირი.

როგორც წვალება საკუთარი თავის სარკესთან,
ამინდიც ასე მოიღუშა სეზონის მსგავსად,
ჩემი თვალებით გუშინ ნაყიდ სურვილსაც ვმწყემსავ,
რომელსაც უკვე ავეღარაფრით დავუდე გარსი.

ბოლო ტკივილი მე ამცდა და ვიღაცას არა,
ზოგისთვის რწმენა მყიფე არის, ზოგისთვის მყარი,
საკუთარ უფალს ლეღვის ფოთლებს ჩაცმისთვის ვპარავ,
მერე კი ვამბობ "არ ცოდნა ხომ არ ცოდვა არის".

ჩემი ცრემლები იმალება თვალების მაღლა,
მგელივით უკან ვბრუნდები და ვტკივდები კისერს,
მე უფლისაკენ მიმავალ გზას ცოდვებით ვნაღმავ,
რომელზეც თვითონ ავფეთქდები... და პირჯვარს ვიწერ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1125 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0