Загрузка...
აჩი ბერიძე - ფრთებს ისხამ / achi beridze - frtebs iskham - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - ფრთებს ისხამ / achi beridze - frtebs iskham


9:48 PM
აჩი ბერიძე - ფრთებს ისხამ / achi beridze - frtebs iskham


ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ,
მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს,
და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.

ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები,
ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით,
ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები...
დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -

ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში,
ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია,
ვდგავარ - არაფრით (სიყვარულით), მე შენს წინაშე,
ენაბორძიკით გეუბნები წლები გადიან.

წლები გადიან, ჩვენ კი ვრჩებით ისევ ორიოდ,
ჩვენს შორის ახლა საფერფლეა, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებთ, დღეს მომავლის ვიწრო კორიდორს
და გვეშინია ერთმანეთი არ დაგვიმთავრდეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1152 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0