Загрузка...
აჩი ბერიძე - ჩვენ / achi beridze - chven - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - ჩვენ / achi beridze - chven


9:49 PM
აჩი ბერიძე - ჩვენ / achi beridze - chven


იყო უდაბნო გრძნობების, მე და შენ ვიყავით მისი ლაგუნა,
იყო სიცივე, იყო სიცხეც და ჩემი სიწითლე დავმალე,
ეს ყველაფერი იძულებით ჩემს თავს, ჰო! შენს გამო ვარგუნე,
სამყაროს ბრუნვა იყო გუშინ და ყოველთვის ღერძის კაბალა.

მე შევისწავლე თეატრების ყველა სახე... იცი კაბუკიც?!
გავითამაშე ყველაფერი, პადრე, მღვდელი, ვიღაც რაბინი,
ჩემი ფრჩხილებით ჩამოვთალე სიმწრისაგან მწიფე ბამბუკი,
და გავაკეთე ნაფრცქვენებით, ჩვენთვის ვიწრო მკვრივი კაბინა.

სავადყოფოში, რომ გექნება სამუდამო სახლი - პალატა,
სწორედ ისე ვარ, უშენობას ვატარებ უკვე ვაგონით,
ჩემში არ არის, სიძულვილი, შური, ბოღმა და არც ღალატი,
გულში ვამბობ და... მერე ვყვირი, ალბათ გარეთ ყველას ვაგონებ.

გუშინ გაჩუქე, ქარვისფერი, გაქექილი, ძველი საყურე,
ჩემიდან შენთან, კილომეტრი საათის ისრებით მოვზომე,
ოთახის ცენტრში, იატაკზე წვრილნაყოფა ყრია საკურა,
დედამიწას კი ჭრილობები გაუღრმავდა, გაჩნდა ოზონი.

მე გადმოვყარე აივნიდან სიხარულის მთელი პაკეტი,
გადმოვაყოლე ტანსაცმელი, სამაჯური, თხელი საფულეც,
შენი სურათის მეშვეობით, საკუთარ იმედსაც ვაკეთებ,
ჩემი ცხოვრება, ხანდახან და უფრო ხშირად არ ჰგავს ფაბულას.

ტუჩებს მივატან ტკივილს და ალბათ პურში ჩადებულ ციანიდს,
ჩემს გულისცემას უხდება შენი თვალები, სმენა, აურა,
გარეთ ამინდი მოიბუზა, როგორც ქალის ტანი - მცივანა,
და სამყარომაც დაიჩემა უჩვეულო თეთრი ხმაური.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1127 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0