მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » აჩი ბერიძე - ჩვეულებრივად / achi beridze - chveulebrivad
9:51 PM აჩი ბერიძე - ჩვეულებრივად / achi beridze - chveulebrivad
დღე მომდის, როგორც უიღბლო კარტი, მაცდური ქალის ხელით დაყრილი. ჩვეულებრივად გავიდა მარტი, ჩვეულებრივად დადგა აპრილი.
არავის ველი...არც მე მელიან... თავის ფიქრში წევს ზეცა მაღალი. მთელი წელია...მთელი წელია... არ არის ირგვლივ რამე ახალი.
შორს ნაზამთრალი ჩანან ხედები, თვალებს წყლიანი ნისლი ედება... ულირიკულო- მოგონებები... უპოეზიო- შემოქმედება...
პროვინციული თმენა და თმობა, სურვილი შორი...წყევლად გამხდარი. ისევ ის ძველი ნაცნობი ყოფა... გადატანილი ძლივსღა ზამთარი.
ჩვეულად დევნის მძლეველი-ძლეულს, სიცილი-ტირილს... და... წყევლა-აჯას... მე... სულკურთხეულს...მე... სულკურთხეულს... (იმედად ჩემად), ვკითხულობ ვაჟას.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1179 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|