მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ბესარიონ გაბაშვილი - დილას მთიებს / besarion gabashvili - dilas mtiebs
9:59 PM ბესარიონ გაბაშვილი - დილას მთიებს / besarion gabashvili - dilas mtiebs
დილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახედა, რადგან სატრფოს სამყარო უძს ის არად.
განმაკვირვებს მნათობს ჩემთვის უდარე, დღე დისკოებრ, ღამე ცთომილს უდარე; უწყი, მომკლავს მზადა ჰქონან სუდარე; ტკბილს ნარგიზებრ ჲინდნი [!?] გარ სცვენ ისარად.
ბროლ საშუალ ლალი ისპობს ღაწვები, ვარდნი ჰბაგობს მისის ეშხის ღაწმები, მარგალიტთა წყობილი მცეს ღაწვები, უწყალობით მაჭკნობს, იჩნევს ის არად.
მაღრიბ მზეობს, მაშრიბს შექმნენ მწველადა, ლახვრით დამჭერ, სისხლით მორწყენ მწველადა, რაზომც მრისხავ, კვლავ ეტკბობის მწველადა, რად ვერ მიცნობ მე სხვა ვარდი ისარად.
მკვდარ-ქენილ გულსა განმითენე, მო, არე, ვარდ-უწყალობავ, მუშთარი მოარე! ვიცი შენით დამშვენდება მოარე, ამა ყარიბს თავ უჩნო საქმისარად!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1213 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|