Загрузка...
ბესარიონ გაბაშვილი - ირაკლი მეფის ქება / besarion gabashvili - irakli mefis qeba - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-05-09, 2:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ბესარიონ გაბაშვილი - ირაკლი მეფის ქება / besarion gabashvili - irakli mefis qeba


10:01 PM
ბესარიონ გაბაშვილი - ირაკლი მეფის ქება / besarion gabashvili - irakli mefis qeba


ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

ვამკოთ ქართველთ ცხებული
ღვთისგან განმეფებული.
დავითის შტო ქებული,
ირაკლი!

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე
ირაკლი!

როს ქართლს აღმოუბრწყინდა,
ყოვლი მძლავრი შეშინდა,
მით სახელი განდიდა
ირაკლი!

ღმერთო მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ-ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

აღაყვავა სჯულია,
ქრისტეს ბრძანებულია,
მოსცა მჰსჯავრი სრულია
ირაკლი!

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

მარადის ებრძვის სპარსთა,
მახმედისა მოსავთა,
ბევრგზის სძლია ოსმალთა
ირაკლი!

ღმერთო მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

ეზრახვის რუსთ-ხელმწიფე,
აღუთქვამს, ექმნას შემწე,
რადგან ოსმალთ არის მძლე
ირაკლი!

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1063 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0