Загрузка...
თედო ბექიშვილი - აღარ თოვს / tedo beqishvili - aghar tovs - 26 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 26 » თედო ბექიშვილი - აღარ თოვს / tedo beqishvili - aghar tovs


11:18 PM
თედო ბექიშვილი - აღარ თოვს / tedo beqishvili - aghar tovs


აღარ თოვს. უკვე იძრა ღრუბელი,
ატყდა კვირტების ჩუმი ფაჩუნი.
დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,
ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!
ან ღივი მაღლა როგორ მიილტვის?
რა სიზმარს ხედავს ვრცელი ნახნავი?
ან გაწეწილი თეთრი ტირიფი
მდინარეს მღერას როგორ ასწავლის?
როგორ ამოდის აღმოსავლიდან
მზე საოცარი და სხივნათელი?
როგორ გადიქცა ტყემლის ყვავილად,
ცად მოფარფატე თოვლის ფანტელი?
ნუთუ არაფერს ნაღვლობს ბუნება?
ნუთუ სულ ტანჯვა იყო წარსული?
დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,
ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1473 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0