Загрузка...
ზაზა ბიბილაშვილი - გათავდა! დამთავრდა! დასრულდა! / zaza bibilashvili - gatavda! damtavrda! dasrulda! - 27 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 27 » ზაზა ბიბილაშვილი - გათავდა! დამთავრდა! დასრულდა! / zaza bibilashvili - gatavda! damtavrda! dasrulda!


12:27 PM
ზაზა ბიბილაშვილი - გათავდა! დამთავრდა! დასრულდა! / zaza bibilashvili - gatavda! damtavrda! dasrulda!


ათავდა! დამთავრდა! დასრულდა!
ავქალო - გავხდები მეც ავი!
რა მექნა - არაფრით არ მსურდა,
მეკოცნე - უბრალოდ მეძავი
არყოფილ გალავანს ვუარე.
საჭვრეტელს შლეგივით ვეძებდი.
იქნება - გეფიქრა უარი,
ან - სიძვას უნდოდა რეცეპტი?!
რა მრჯიდა, მიწას რომ მოვცილდი,
ვარსკვლავი ვარდივით მოვწყვიტე...
და ისე სათუთად გკოცნიდი,
თითქოსდა პირველად გკოცნიდნენ! -
ვიდრე არ აქუხდა კლავიში,
ბანგიან ჰანგების მლეწავი,
და ლოცვით გამოწვდილ მკლავებში
არ შემრჩი - უბრალოდ მეძავი!
ჯანდაბას ურვა და ჩივილი!
დე, ყველა მახვილმა გამიჭრას!
მეყო, რაც საკუთარ შვილივით
ვეფერე ტრფიალის ნაბიჭვარს!
და აჰა - შენთვისაც მადლია,
ტკივილი ლაგამად გამოხრა -
გაფურთხო, გიკურთხო, გათრიო -
სასჯელად და გულის საოხად!
მერე კი: შევკაზმო იორღა,
გზა-შარა ქამრებად მოვიკრა,
დაძენძილ მანძილებს ვდიო და...
თავი უშენობით მოვიკლა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1407 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0