Загрузка...
ზაზა ბიბილაშვილი - დაღლილი ტურისტი / zaza bibilashvili - daghlili turisti - 27 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 27 » ზაზა ბიბილაშვილი - დაღლილი ტურისტი / zaza bibilashvili - daghlili turisti


12:28 PM
ზაზა ბიბილაშვილი - დაღლილი ტურისტი / zaza bibilashvili - daghlili turisti


კვლავ კრიალოსანს ითვლის თირკმელი.
სატანა ზევით _ სადღაც აქვეა.
და საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელის
ისევ ყველაზე ნაღდი საქმეა.
იქნებ დროა და იქნებ ადვილიც _
დაესხას წყალი დარჩენილ ღადარს,
თუ ვერ უპოვე მიწას ადგილი,
სად შენი ტერფი არ შეიცხადა;
გული გასცალე _ განძი მეფური
გაეცი მალვით შემოტანილი _
და მაინც დაგაქვს დამძიმებული
შორს წასაღები ჩემოდანივით;
არ იცი, სდიო ვისი გულისთვის
დასაბამებს და დასალიერებს
და უცხო მიწას უცხო ტურისტი
უგულისყუროდ ათვალიერებ;
თუ კენჭებს ითვლი, როგორც თირკმელი,
მეფისტოფელი სადღაც აქვეა
და საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელის
უკანასკნელი ნაღდი საქმეა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1134 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0