Загрузка...
ფირუზ ბოლქვაძე - ტყე, დაბურული / firuz bolqvadze - tke, daburuli - 27 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 27 » ფირუზ ბოლქვაძე - ტყე, დაბურული / firuz bolqvadze - tke, daburuli


12:30 PM
ფირუზ ბოლქვაძე - ტყე, დაბურული / firuz bolqvadze - tke, daburuli


ტყე, დაბურული ფოთლებით და,
გრილი, საამო ხეივანი;
ბალახში ლუდის ბოთლები და
ბილიკზე ვიღაც ხეიბარი,
სიცხე, ოფლი და სიგარეტი,
ჩირგვებში ჩიტი ცოცხალ-მკვდარი,
მინდა ”მალბორო, ” მინდა ”კენტი”,
ღვინით სიკვდილი და ავდარი...

ტყე დაბურული ფოთლებით და
ბილიკზე მხვდება ხეიბარი,
სავსე ჯანსაღი ოცნებით და
ათასთან ძმობით ნაფიცარი,
იქით მდინარე, მცინარეთი,
ჩრდილში სამოთხის ღია კარი,
” - მომაწევინე სიგარეტი,
ანდა სიკვდილი დამასწარი!..”

ტყე, დაბურული ფოთლებით და,
გრილი საამო ხეივანი,
“ - ჩვენ ერთი ჭირით ვლოთდებით..” და..
ყვავილებს კოცნის ხეიბარი...
უცებ გაჰკივის მინარეთი,
ლაპლაპებს სადღაც ოქროს ჯვარი,
ღვინო, მდინარე, მცინარეთი,
შორს: სიკვდილი და ღია კარი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1684 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0