მთავარი » 2014 » აგვისტო » 27 » მამა გიორგი (ოდიშვილი) - არ შემიშინდეთ ლექსებო ! / mama giorgi (odishvili) - ar shemishindet leqsebo !
12:32 PM მამა გიორგი (ოდიშვილი) - არ შემიშინდეთ ლექსებო ! / mama giorgi (odishvili) - ar shemishindet leqsebo !
არ შემიშინდეთ ლექსებო, მე როცა აღარ ვიქნები უპატრონოებს ცეცხლითაც შემოგიტევენ ქინქლები.
დევნა მოგელით , იცოდეთ როგორც თქვენ პატრონს დევნიდნენ, სატანჯველად რომ გაგზარდეთ , სიცოცხლეშივე შემინდეთ.
დავბერდი, ვერ დაგაფრინეთ , თქვენთვის ვერაფერს ვაკეთებ, ვეღარ გიშენებთ კოსმოდრომს, ატომურ სიტყვის რაკეტებს.
დავბერდი, დღემდე ვერ შევძელ თქვენი დასტამბვა წიგნებად, თქვენ მოახერხეთ როგორმე თქვენთვის სამზეოს მიგნება.
გამაგრდით, ნუ შეგაშინებთ უპატრონობა, ობლობა, იცოდეთ, ქსელს ვერ გააბამს თქვენზედ დრო–ჟამის ობობა.
ათიოდ მაინც ხომ შემრჩით, არაგველნო და სპარტელნო, დანარჩენებმაც მაჟრები შეძლებისგვარად დატენონ.
დადგება დრო და სიმართლის ნაღმებად დაიმქუხარებთ, მიხარს გულზე მალაოდ რომ წაეცხებით მწუხარეთ.
მიხარის, ძილს რომ დაუფრთხობთ შუბლზე ქონგაკრულ ავსულებს, ვერ მოგერევათ დუშმანი მგლის ბუნაგიდან გასულებს!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1235 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: leksebi, leqsi, leksi, leqsebi, poeti, პოეტი, ლექსები, პოეზია, ლექსი, poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|