Загрузка...
რეზო გეთიაშვილი - ჯუზეპე ვერდი / rezo getiashvili - juzepe verdi - 3 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 3 » რეზო გეთიაშვილი - ჯუზეპე ვერდი / rezo getiashvili - juzepe verdi


8:16 PM
რეზო გეთიაშვილი - ჯუზეპე ვერდი / rezo getiashvili - juzepe verdi
არაყი ხორბლის, კაპრალი სპლინი,
ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა,
თვალებში ზეცის უკანა პლანი...
ო, პარაბოლა, ოპერა, ბელა

და ყველაფერი იცვლება გვიან,
აპრილით მარტი, ფოქსტროტით ვალსი,
დღეები დღეებს მარტივად გვიან
და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.

ისე თუ ასე - თვალებიც, ალბათ,
გაუფილტრავი გრძნობების პრიზმა,
მზე თეთრი ენით, და ლოკავს ყალბად
დაობობებულ ჭერსა და სიზმარს.

მერე სახლიდან გავდივართ მზეში,
მერე რაღაცას გვპირდება ზეცა,
მერე მომოსი კაცივით ხვნეშის
და ჩვენს სიმანკეს ფულივით კეცავს.

იებით - ჩვენზე ბებერი წყვილი,
იების მერე ყვებიან ქარზე
და ვიოლინო ბავშვივით ყვირის
და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.

კაპრალი სპლინი - შემთვრალი არყით,
ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა,
თვალების პირას დამფრთხალი სარკე,
ოპერა - პენი... ო, ბელა, ბელა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1713 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0