Загрузка...
რეზო გეთიაშვილი - წაწალი / rezo getiashvili - tsatsali - 3 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 3 » რეზო გეთიაშვილი - წაწალი / rezo getiashvili - tsatsali


8:22 PM
რეზო გეთიაშვილი - წაწალი / rezo getiashvili - tsatsali
ეს ზღუდე ისე მკვეთრია და ისე ბასრი – ხანჯლის პირივით,
თვალის გახელა არ მჭირდება.
არარსებულ სიმართლეში არსებობის გამართლება თვალთმაქცობაა.
შენ კი ცდილობ დამარწმუნო, თითქოს, გხედავდე,
როცა გახებ დეფორმირებულ თითის ბალიშებს.
როცა თითების ფეხაკრეფა ფერმკრთალდება ვარსკვლავებივით
ნისლის ღამეში
ვნების ცხელ კანზე გადაკრული ჩრდილის ფენა როცა მკვეთრდება,
ეს იგივეა: მე უგრძნობი ვარ
(რაც ისედაც იგულისხმება
ჩემი ხერხემლის მყისიერ და დრეკად ფრჩხილებში).
ეს სურვილის მოძრაობაა.
თითქოს თითები ერთადერთი ადგილია სამუდამო მეხსიერებით.
შენ კი ცდილობ დამავიწყო აჩემება – სურნელს ვძერწავდე.
იის მდელოს
აკაციის მტევნით მიცვლი –
თავი მტკივა
და თითების დეფორმაცია.
როგორც შეხება,
როცა ყველა მზრუნველობა
მამა ქრონოსის მზრუნველობაა.
თვალდახუჭული მდინარე ვარ.
არ შეიმჩნიო. არ მაღელვებს –
გაფანტული ყურადღება ყურის მიღმა მიედინება
სადენებში დამწყვდეული დღეებივით მოკლე ჩართვამდე.
როგორც ძარღვებში.
როგორც ლტოლვა
მიზიდულობის ეროტიკული სიმსუბუქით დამძიმებული.
სარკმელმა შიგნით შემოაბიჯა. ნიშანია:
უკუნეთში გათენება ვივარაუდო.
წინადადება –
ჩემს ოთახში ჩაკეტილი მყარი ჰაერი,
როგორც წყალი გაუვრცობელი –
აბსურდია – მარტივი და თან – ქვეწყობილი.
წაშლილ დროს და ჩარჩენილ ღელვას
შემინული უძრაობის უამრავ ნატეხს
მანეკენების მსუბუქ ფიქრში –
გალატეას მღელვარებად ვერასდროს ვაქცევ,
ვეღარ გავახელ დაკენტებიდან დაწყვილებამდე ერთადერთ ნაბიჯს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1392 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0