Загрузка...
რეზო გეთიაშვილი - შვედური ზღაპრები / rezo getiashvili - shveduri zghaprebi - 3 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 3 » რეზო გეთიაშვილი - შვედური ზღაპრები / rezo getiashvili - shveduri zghaprebi


8:32 PM
რეზო გეთიაშვილი - შვედური ზღაპრები / rezo getiashvili - shveduri zghaprebi
წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,
არც შენი კაბები, უხმოდ რომ დასველდნენ, მოწყენა, კაპრალი.
გშვენოდა, იცოდი, თვალებში პატარა ცრემლები მონახე
და მერე თვალებით, თითებით მიამბე შვედური ზღაპარი.
ეს იყო სულერთი, სულ ორი, სულ ცოტა, სიზმრები, ღმერთები,
რადგანაც უაზროდ, უარად ხმარობდი ღიმილის ილეთებს,
ისედაც, საერთოდ, ყოველთვის ვტყუოდით ჩვენ ორში ერთ-ერთი,
წვიმამ არ იცოდა მარტივი ტკივილი წერტილთა, მძიმეთა...
შენ კაბებს იხდიდი და სადღაც გარბოდი, იხდიდი ქალაქებს,
რომ უცებ ჩაგვერთო თითების თითებთან შეხების მუსიკა
და წლების გადაღმა წუთები, წამები, წვიმებით დალაქე
და შენი არყოფნაც მოფინე წვეთების მსუბუქი მუსლინით.
ეს იყო სულერთი და ავტო ლოშნიდა, ნივა, ავენიუს,
კეთრი პასეიზმი და გლიცინიები და საპირფარეშო,
რადგანაც მოგვართვეს წითელი, ყვითელი ტუჩების მენიუ
და ჩუმად გვფურცლავდა ნაპირთან მჯდომარე ვიღაცა გარეშე
და რადგან გშვენოდა, საშინლად გშვენოდა, ცრემლები მონახე,
ეს იყო სულერთი, სულ ცოტა, ღალატი და კაფე “მედუზა”,
წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი, არც მშვიდი ოთახი,
არც შენი კაბები, სპლინი, მით უმეტეს, ზღაპრები, შვედური.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1435 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0