Загрузка...
რეზო გეთიაშვილი - სპირალი / rezo getiashvili - spirali - 3 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 3 » რეზო გეთიაშვილი - სპირალი / rezo getiashvili - spirali


8:48 PM
რეზო გეთიაშვილი - სპირალი / rezo getiashvili - spirali
თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი რომ მაგალითი
თრთოლვის, ჰორიზონტებს ფენდა ანფასში და პროფილში,
უკვე გაზაფხულმა მზერა ხიფათივით ამარიდა,
თბილი ღამეებით, ბოლო იმედების ოფისით,
უკან დაბრუნება შეუძლებელია, მარგარიტა,
დღეებს... მერე რა რომ გზები, შორეული, ყოფითი,

წრეზე ტრიალია... დღეებს პატარებს და შუათანებს
უკან მოჰყვებიან უფრო დიდები და გრძელები,
არის რომანტიკაც, ფარულ პროცესიებს უმართავენ,
მარტის ჭირისუფლად მაინც თუ გეძნელები,
უნდა გაგვიღიმო ყველა მათგანსა და უმათგანესს,
ხოლო პოეტებმა წყალში გადაყარონ ხელები.

აღარც სინანული, როგორც წარსულების ატელიე,
გრძნობა საკუთარი თავის შენდობის და შეწევნის,
რაც კი ნათელია, ჩემი ფეხებითაც ნათელია,
არსად აღარ წასვლის მსუბუქ პროპაგანდას ვეწევი,
უკან დაბრუნებაც შეუძლებელია, ნათელია,
დიდი წყალობაა, ძილში ტირილი თუ შეძელი.

თითქმის მიილია მარტი, ვერ ვიტყვი, რომ მაგალითი
თრთოლვის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1264 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0