Загрузка...
რეზო გეთიაშვილი - საკუთარი სიბერე / rezo getiashvili - sakutari sibere - 3 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 3 » რეზო გეთიაშვილი - საკუთარი სიბერე / rezo getiashvili - sakutari sibere


11:06 PM
რეზო გეთიაშვილი - საკუთარი სიბერე / rezo getiashvili - sakutari sibere
სულ უფრო არ ყოფნის ფერები ფერების შესაფერი
სულ უფრო არაფერს - ფოთლებით, ხეივნით, პოინტერით,
წარსულშიც, ჯერ კიდევ არგასულ წუთებს რომ ეწაფება,
ოდნავღა კრთებიან ლანდები ბავშვობისდროინდელი.

მგონი ამ ბოლო დროს მეტამორფოზები მეძნელება,
თორემ საკუთარ ჩრდილს გამოსახულებას გავუცვლიდი,
ადამიანები, მათთან შეხებები, შეგრძნებები
ქრობით დაავადდნენ, მშრალი ამოვდივარ აუზიდან

და რასაც განვიცდი, ის არის, რომ სულაც არ განვიცდი
ამ ამბავს და მეტიც, ნელ-ნელა ეს განცდაც მინელდება
და ვრჩები სიგიჟის, გაფრენის, დაცემის მაგალითი
გარდაცვალებების, გარდაცვალებების იმედზეღა.

რასაც წარმოსახვის სუსტი წინაღობით ვეღობები,
ღია თვალებია, ცამაც მეტისმეტად აიწია,
მრჩება წასული და უკვე დარჩენილი მეგობრები,
მარად ძვირფასები, თუმცა მეგობრებმა რა იციან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1171 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0