Загрузка...
კოტე ყუბანეიშვილი - დაგვიფარე საქართველოს ცაო / kote kubaneishvili - dagvifare saqartvelos cao - 5 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » კოტე ყუბანეიშვილი - დაგვიფარე საქართველოს ცაო / kote kubaneishvili - dagvifare saqartvelos cao


8:19 PM
კოტე ყუბანეიშვილი - დაგვიფარე საქართველოს ცაო / kote kubaneishvili - dagvifare saqartvelos cao


დაგვიფარე საქართველოს ცაო
მზეო თვალი გაახილე ცხრაო
ასე შევიწროვებულებს რუქით
სულში ღამე გაგვინათე შუქით
აგვარიდე ჭექასა და ქუხილს
და სიკვდილზე უსარგებლო წუხილს
გადმოგვხედე საქართველოს ცაო
შენ მკვიდრ შვილებს გვამცნე რაღაცაო
რას დაგვცინი დაღებული ხახით
ნუთუ უკმაყოფილო ხარ ხალხით
შველას რომ გთხოვთ დაფჩენილი პირით
ხომ ხედავ რომ სიმწრისაგან ვტირით
გაგვიღიმე საქართველოს ცაო
რატომ გიყვარს ხასიათის ცვლაო
მეტი აღარ დაიფარო ნისლით
ხომ უყურებ დავიღვარეთ სისხლით
ნუთუ ვერ გრძნობ დავიჩეხეთ სეტყვით
სიკვდილის წინ ისევ ამას გეტყვით
რას გვიპირებ საქართველოს ცაო
შევიცვლებით ცოტა დაგვაცაო
თუ ამინდმა დაგვეხმარა კარგმა
დროის მუქთად აღარა ღირს კარგვა
უკეთეს ხალხს სად იპოვი შენ სხვას
ოცნებისთვის ფრთის ცდილობდეს შესხმას
მოგვეფერე საქართველოს ცაო
შენს მიწაზე გვინდა გარდაცვლაო


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1358 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0