Загрузка...
სალომე ბენიძე - წერილები მიტოვებული მიწიდან / salome benidze - tserilebi mitovebuli mitsidan - 5 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » სალომე ბენიძე - წერილები მიტოვებული მიწიდან / salome benidze - tserilebi mitovebuli mitsidan


9:23 PM
სალომე ბენიძე - წერილები მიტოვებული მიწიდან / salome benidze - tserilebi mitovebuli mitsidan


სახლი
--

მახსოვხარ.
შენი ნატერფალის სითბოს ვინახავ.
ახლა ვინა ხარ, როგორი ხარ, სად გაქვს სხვა ბუდე
არ ვიცი. ბევრჯერ, გაცვეთილი ფერით მინახავს
სიზმარი _ ჩემკენ იხედები, რომ კვლავ დაბრუნდე.

დიდი ხანია, აღარ ყვავის თეთრად მარტი და
ჩემთან მოსული ცრემლს ღრუბლებში იმალავს მთვარე,
მახსოვხარ,
გზისკენ მომზირალი დედის კალთიდან,
ფეხაუდგმელსაც გაქცევაზე გეჭირა თვალი.

ჯერ არ წამშლია ფერდებიდან მკრთალი ხაზები
შენი სიმაღლის, თვალებიდან _ შენი იერი,
ზურგიდან _ შენი ნაბიჯები და ძველ სპაზმებად
ყვითელ ალბომებს ვიტოვებ და ვათვალიერებ.

მახსოვხარ.
მაშინ, როცა წვიმს და ჩემს ნატყვიარებს
არ ინდობს ქარი, დედამიწას ვაკრთობ ცახცახით,
არ მაძინებენ აჩრდილები მობორიალე
და კოშმარები, ჩვიდმეტი წლის წინათ ნანახი,

იმ გზას ვუყურებ, რომელ გზითაც მაშინ წახვედი,
ქვემეხებმა რომ ზეცა თავზე ჩამოგვაქცია,
და მეჩვენება _ მამის ხელი უკან გახედებს,
მოდიხარ ჩემკენ და ბავშვობის კაბა გაცვია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1759 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0