Загрузка...
სალომე ბენიძე - ფლორენცია. სიზმარი. / salome benidze - florencia. sizmari. - 5 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » სალომე ბენიძე - ფლორენცია. სიზმარი. / salome benidze - florencia. sizmari.


9:24 PM
სალომე ბენიძე - ფლორენცია. სიზმარი. / salome benidze - florencia. sizmari.


მე ყოველღამე ვიბადები აბაზანის თეთრი ქაფიდან
ხელახლა, რადგან შენ ვერასოდეს,
ჩემი ვერცერთი ხელახალი გაჩენის შემდეგ
ვერ შემამჩნიე.
ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს დიდი და ფართო.
გავყურებ ქალაქს,
სახურავებს,
წითელ კრამიტებს,
როცა ცაზე ამოდის მთვარე, ნათელი, მრგვალი,
მთვარე, რომელსაც შენს თაფლისფერ, უცნაურ, კეთილ,
დაღლილ თვალებს უგავს თვალები.
ვინ იცის, უკვე მერამდენედ დაბადებული,
იატაკზე ვაგდებ პირსახოცს,
სველ კვალს ვტოვებ ნიჟარიდან ფანჯრის რაფამდე.
მიყურებს მთვარე _
მე რაფაზე ვზივარ შიშველი
და ქალაქის ჩახუთულ ჰაერს,
უძველეს ჰაერს,
ვსუნთქავ ტანით, მკერდით, ფეხებით.
მე და შენ, ალბათ, ამ ქალაქში უნდა გვეცხოვრა,
არნოს ნაპირას, მორყეულ სახლში,
წყალდიდობის მუდმივ შიშში და თევზის სუნში,
დაგვიფარავდა წვიმისაგან კრამიტი ძველი
და ტკივილისგან _ რომელიმე წმინდანი ალბათ,
ქუჩის კუთხეში ამოტვიფრული,
მაგრამ რატომღაც ამ მშვიდ მთვარეს,
დედამიწის გარშემო მავალს,
ცალცალკე ვხედავთ, სულ სხვადასხვა წერტილებიდან,
მე _ აბაზანის ფართო ფანჯრიდან,
შენ _ არ ვიცი, იქნებ ისე გაგიტკბა ძილი,
რომ სავსე მთვარეს ვერც კი ამჩნევ,
აღარც ის გახსოვს, რომ ვარსებობ,
დავდივარ, ვსუნთქავ
და ყოველღამე ვორსულდები,
ასე, შიშვლად, რაფაზე მჯდომი,
რომ ასევე ყოველღამე საკუთარი თავი ვშვა ახლად,
რომ ოდესმე ამ ქალაქის წითელ კრამიტებს
ორივემ ერთად გადავხედოთ
ჩემი თეთრი აბაზანის ფანჯრის რაფიდან.
აქ მე და შენ ალბათ ერთად უნდა გვეცხოვრა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1407 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0