მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » თემო არაბული - სანადიროდ / temo arabuli - sanadirod
11:02 PM თემო არაბული - სანადიროდ / temo arabuli - sanadirod
ლულას ვუწმინდავ იარაღს, ტყვიათ ვუმზადებ დათვებსა, ხვალ კაი ნადიმს გავმართავ ბედი თუ გამიმართლებსა.
დილას,ბინდის ხან ავდგები, ბილიკს შავყვები მთებისა, საგზლად კეცეულს წავიღებ, არც არაყ დამცილდებისა.
საჯიხვეთ გზაზედ ვადგები, იებს მოგიტან კლდისასა, არაგვის ჩანჩქერს ვაფერებ, ბოლოებს შენი თმისასა.
ნისლებს მაღლიდან გავხედავ, უფსკრულთ,ჩავჰკივლებ ხევისა, იქიდან ექო მამესმას, როგორც ღრიალი დევისა.
მზის მოოქროვილ სხივები, მთებს ღონით დაადგებისა, მე მაინც თბილად ჩავიცომ, ზემოთ თოვლ არა დნებისა.
გამიხარდება დანახვა, მაღალი ჭიუხებისა, ხელ განა ამის ნახვაზე სულ ყველას მიუწვდებისა.
ჯიხვ თუ შამამხვდა კლდეებზე კაი დღე დაატყდებისა, შაშხანას დავცემ,რქათ-შუა რქა ყანწად გამადგებისა.
შინ ბნელების ხან წამაოლ, ცუდ თუ არ წამაწყდებისა, თეთრად მოფენილ სივრცეზე კვლავ ღამე გადმადგებისა.
საღამოს მწვადებს მივმართავ, ვუძახებ ვაჟკაც ძმებსაო, დედა სახინკლეს ჩაგვიყრის, გულ ისრ ვერ გაიძლებსაო. -ჟიპიტაურიც გადმადგი, თითები გაიწევსაო.
რა სჯობავ ძმებთან ღრეობას, დროის ტარებას,ტკბილისა, შამთვრალ აზრებით ავიღებ, ლომი, დაწყევლილ, თბილისსა, ქალაქმაც,ბევრჯერ ნაჩვევმა არც არა,გაიკვირვისა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1103 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|