Загрузка...
თემო არაბული - პაპი / temo arabuli - papi - 5 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » თემო არაბული - პაპი / temo arabuli - papi


11:06 PM
თემო არაბული - პაპი / temo arabuli - papi


ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელები
ჯოხს დაჩვეული აჰყვები და ჩაჰყვები ფარას,
სუნთქავ მაგ მთებით,კლდეებით და ცივი ხევებით
მოზამთრდება და ჩამოუვლი ნაცრისფერ ქალაქს.
ხო არ მიბერდები, შეგერია პაპი სითეთრე,
შენს თმაში ზამთარს გამოუჩნდა თოვის წადილი,
პაპი... მანდ მინდა ამ ქალაქში ვერც მე ვისვენებ,
რომ ვცდილობთ ხოლმე, არ გვეპაროს ცხვარში ნადირი.
ჩამოვსხდებოდით გახურებულ ღუმელთან ღამით,
მე წელის ალბათ შვიდისა...და კიდევ ხუთისა,
როგორ გისმენდი,როგორ მახსოვს არ იცი პაპი,
რომ მიყვებოდი მხედრობისას,ხანაც ჩხუბისას.
პაპი... ამის წინ ათენგენის მეორე დილას,
"პახმელიაზეც" გამოვედით,მარტო მე და შენ,
სადღეგრძელოებს შენ ამბობდი,მე ვავსებ ჭიქებს,
ბებო გებძოდა... ჩურჩულებდი, -ქალო ნეტა შენ...
პაპი... მაგ დღესაც ოხ რამდენი რამე მიამბე,
(მერე საძილედ,შავი ფერის ნაბადს მივიშლით),
პაპი... გავიგე რომ გითქვია ამას წინაზე,
-კაც დადგაო და მომეწია უკვე შვილიშვილ.
ხომ მასწავლიდი, ჯირითსა და ჭენებას ცხენის,
პაპი... მე მაშინ პატარა და შენც... ცოტა დიდი,
ახლა თვალებთან ჩამოგაწვა, ცრემლები ბერის,
პაპი... როგორი სითბოთი და სიამით მზრდიდი.
ხო არ მობერდები... პაპი რაად იტკიებ ფეხებს,
მაგ ტკივილებსაც ვერ ავიტან უფრო ძალიან,
პაპი... ვენაცვლე შენს დაკოჟრილ, ნაშრომალ ხელებს,
ეგ ნაოჭებიც... უნამუსო დროის ბრალია..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3548 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 1.5/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0