Загрузка...
თემო არაბული - მე და შენ / temo arabuli - me da shen - 5 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » თემო არაბული - მე და შენ / temo arabuli - me da shen


11:46 PM
თემო არაბული - მე და შენ / temo arabuli - me da shen


ჩვენ ვთამაშობდით,(მერე შენთვის გვირილებს ვკრეფდი),
გაბერილ ბუშტებს,გვიხაროდა... ვაფრენდით ცაში,
გვახსოვს...ლექსებად,ზღაპრებსა და ნაჯღაბნებს ვწერდი,
და დავცურავდით,მეოცნებე ბავშვობის,ზღვაში.

ჩვენ ვიზრდებოდით,გვერქმეოდა თანდათან,-დიდი,
პაემანს ხესთან გინიშნავდი,ერთი ხე გვქონდა,
ბავშურ ნაწუთარს,ცოტა-ცოტას,ცოტ-ცოტად ვშლიდი
ვხვდებოდით...თურმე, რომ გულები ერთმანეთს ფლობდა.

ვხვდებოდით ადრე...მერე უკვე დავრწმუნდით კარგად,
მე ხელი გთხოვე, შენ თანახმა იყავი,რისიც,
ახლა კი ვშიშობ,ასეთ წუთებს თანდათან ვკარგავ,
შენც თუ დაგკარგე,არ ვყოფილვარ არაფრის ღირსი.

ნელნელა ასე იქცეოდა...წუთი...წამები,
და ჩვენთან ერთად იზრდებოდა,ჩვენი ხეც,მთაზე,
მე დამიბნელდა,შენს გარშემოც იყვნენ ქალები,
და შეგიყვარე,ასჯერ მეტად, საკუთარ თავზე.

დრო გადიოდა...გვახსოვს მერე, შენ გახდი დედა,
შენ გახდი ბებოც,ახლა ბავშვებს,უკითხავ წიგნებს,
ხანდახან, პაპა-შვილიშვილიც ლოგინზე ვსხედვართ,
და ყოველ დილით,ხესთან ვივსებთ,ცარიელ ფილტვებს.

უკვე ყავარჯნით,ვიმაგრებდით მიწაზე თავებს,
შუბლზე შრეებსაც,მტკივნეული ღიმილით ვუცქერთ,
სოფელს შემოვრჩით,მე და შენ, და არეულ მგზავრებს
შვილად ვიღებთ და,დედობას და მამობას ვუწევთ.

მერე მატკინე...ხომ ვიძახდი...
-ჯერ მე!!!
და რატომ ???!!!!
რატომ წახვედი!!! განა ბებერს არ მინდა შველა,
ერთ საათშიც კი საუკუნის,ტოლ-ფასად გნატრობ,
ვერ მოვიკალი ის ბავშვობაც,ვერაფრით...ვერა

და ყოველ დილით,შენს საფლავთან,წარსულს ვიხსენებ,
ქვას ვეფერები,ჩუმად ვკოცნი,(ხო შენს მაგივრად),
მეც მალე მოვალ,უკვე ვხვდები ვეღარ ვისვენებ
მოვალ და მერე,გულში როგორ ძაან ჩაგიკრავ.

მე ყოველ ღამე, მარტოდ-მარტოს დარჩენა მიჭირს,
და ჩაის მეტიც,არაფერი გადამდის ყელში,
-ბაბუ თქვენს ბაღში,ვაშლებს მოვწყვეტთ (ბავშვებმა მითხრეს),
და მერე თოფიც ვასროლინე,რომ მქონდა სხვენში.

ასე...წუთები, საათები დღეები შედგა,
შენს გვერდით თურმე,მეორე ქვამ იზომა მიწა,
ბედმა და წერამ,ჩვენზე უკვე წარსული შექმნა,
სანამ მოვკვდები,
-მიყვარხარო...
ერთხელაც ვფიცავ.

ახლაც იქა ვართ,ჩვენს ადგილას,ჩვენივე ხესთან,
სულ აქ ვიქნებით,აქ სხვა გზიდან ვერასდროს მივალთ,
და უწინდელთან,სხვაობას კი ყველანი ვხედავთ,
-მაშინ ვიდექით,ახლა უკვე ლოდებად ვყრივართ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2111 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0